ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

  უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.
„ბოლო დღეების მსგავსად, დღესაც ცალკეულ მონაკვეთებზე ტერორისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას განაგრძობენ. ამასთან, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების აქტიურობა სამხრეთით შემცირდა. „ბოევიკების“ ძირითადი ქმედებები დონეცკის გარშემო და დებალცევოს მახლობლად ლოკალიზებულია. ჩვენ პოზიციებს ტერორისტებმა ცეცხლი ორჯერ ყუმბარებიდან, ნაღმტყორცნებიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს. გარდა ამისა ტერორისტებმა მძიმე შეიარაღება, კერძოდ კი „გრადის“ სისტემები გამოიყენეს “, – აღნიშნეს საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ბოლო მონაცემების თანახმად, უკრაინაში 3700 ადამიანზე მეტი დაღუპული და 9075 დაჭრილია.

10735697_852563834783856_1788367740_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები