“იტალია, ავსტრია თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს” – წილოსანი

“იტალია, ავსტრია თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან.

“ეს სახელმწიფოები – იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს. საქართველოსთან დაკავშირებით წარმოებს უსამართლო მიდგომა. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე, იმ ბრალდებების ფონზე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და იმ კანონების გაუქმების მოთხოვნით, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის აქვს მნიშვნელობა და არაფერს აზიანებს, მათ შორის, არც ადამიანის უფლებებს, ვიზალიბერალიზაციის შეფერება და რაღაცა კავშირის დანახვა ამ ორ პროცესს შორის არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ. რას ემსახურება წინასაარჩევნოდ ვიზალიბერალიზაციის თემის წამოწევა?! ალბათ, გაიხსენებთ, რომ წინა არჩევნების დროს, თითქმის ყველა იარაღი და ყველა საშუალება იყო გამოყენებული, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეყვანათ. ახლა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაც მათ ხელთაა, რამაც შეიძლება მართლაც დასწყვიტოს გული და აღაშფოთოს ქართველი ხალხი, არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მაგრამ ვარწმუნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს,” – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები