თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკაშიც ასე გაუფასურდით ნაცებო? სულ ეს ღირხართ? ჯო ვილსონის სიტყვაც და მისი “მეგობარი აქტიც” როგორი “ფასეული” ყოფილა?”

პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” „ნელსონ მალინსის” ლობისტური კომპანია დაიქირავა და 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ამერიკაშიც გაუფასურდა.

ექსპერტის თქმით, მაშინ როცა ავტორიტეტული პოლიტიკური პარტიების ლობიზმი ძვირი ფუფუნებაა, “ნაციონალური მოძრაობის” ლობიზმი სულ რაღაც გროშები ღირს.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ამერიკული ლობისტური კომპანია 360 000 დოლარად დაიქირავა. ამ თანხიდან კომპანია თავისას იღებდა, “შემსრულებლებს” კი თავისას უხდიდა. გამოდის, რომ თვითშეფასებით შეუფასებელი “ნაციონალური მოძრაობა” სულ რაღაც გროშები ღირს. არადა, ავტორიტეტული პოლიტიკური პარტიების ლობიზმი ნამდვილად ძვირი ფუფუნებაა.

ირკვევა, რომ ამ თანხიდან შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა. ანუ, მისი “ჭეშმარიტი დემოკრატიული სიტყვა” საქართველოდან დაფინანსებული ყოფილა. აქედან გამომდინარე, მის მიერ შედგენილი “მეგობარი აქტიც” “მეგობრულად” დაფინანსებული.

რა უნდა ვთქვათ ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ? ალბათ არაფერი, გარდა ერთისა: – ამერიკაშიც ასე გაუფასურდით ნაცებო? სულ ეს ღირხართ? ჯო ვილსონის სიტყვაც როგორი “ფასეული” ყოფილა? ეს ფული ვიღაც გაჭირვებულისთვის მაინც მიგეცათ, ცოდვები შეგიმსუბუქდებოდათ ღმერთთან. საკუთარ ქვეყანასთან კი თქვენი დანაშაულის შემსუბუქებას ვეღარავინ შეძლებს ამქვეყნად,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები