„არჩევნებმა“ დონბასში შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს

  „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ 2 ნოემბერს „არჩევნების“ ჩატარებამ შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დონბასში სიტუაციის დარეგულირების საკითხებში ირინა გერაშენკომ განაცხადა.
„საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ელოდება, რომ 2 ნოემბრამდე განაცხადებს იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიაზე ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება, რადგან ეს იქნება არჩევნები-ფეიკი, მსოფლიო არ აღიარებს მას და ეს გამოიწვევს კონფლიქტის ესკალაციას“, – განაცხადა გერაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მილანში განაცხადა, რომ დონბასში არალეგიტიმური არჩევნების ჩატარება მინსკის შეთანხმებებს ხაზს გადაუსვამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები