სამხრეთ კორეა: თვითმკვლელობა კონცერტზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ
სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი კონცერტის მიმდინარეობისას 16 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩაინგრა სავენტილაციო ლუქი. შედეგად კონცერტის მონაწილეები მიწისქვეშა ავტოფარეხში 20 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდნენ. 16 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ტრაგედიის გამო საღამოს ორგანიზატორმა თავი მოიკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ის 10 სართულიანი შენობიდან გადახტა. შემთხვევა ქალაქ სონამში, სეულის მახლობლად მოხდა.