სამოქალაქო პოზიცია მაისურზე – „უფრო მეტია ვიდრე სიტყვები“ (ფოტოკოლაჟი)
მაისურზე აღბეჭდილი სამოქალაქო პოზიცია „უფრო მეტია ვიდრე სიტყვები“. ინტერნეტში მაისურებზე გამოსახული მსოფლიო ლიდერების და პოლიტიკოსების საინტერესო ფოტოები გავრცელდა. ტანსაცმელზე გამოსახული პოზიცია – მოდური ტრენდი, დემონსტრანტების საყვარელი ხერხი, სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა და საკუთარი აზრის დაფიქსირების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
სხვათაშორის, ამ მეთოდის ეფექტურობის გათვალისწინებით, რამდენიმე დღის წინ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ ინდოეთში საკუთარი პორტრეტების ამსახველი მაისურების fashion-კოლექციის შექმნას აპირებს.