120 წელი გავიდა ნიკო სამადაშვილის დაბადებიდან

120 წელი გავიდა ქართველი პოეტის, ნიკო სამადაშვილის დაბადებიდან. საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ნიკო სამადაშვილის განსაკუთრებულ პოეტურ ღვაწლს.
„მას განსაკუთრებულ პოეტად აღიარებდნენ ერეკლე ტატიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, გერონტი ქიქოძე, თვით გალაკტიონიც…
განსაკუთრებულია მისი ბიოგრაფიაც – ობლის გაჭირვებით, სწავლით, მასწავლებლობით, ორჯერ დაპატიმრებით, ბოლოს, ბუღალტერ-რევიზორობითა და მაინც გაჭირვებით…
განსაკუთრებულია პოეტის შემოქმედებითი ბიოგრაფიაც: ბარათაშვილივით, სიცოცხლეში ერთი სტრიქონიც არ დაუბეჭდავს, ხელნაწერებით გავრცელებული ლექსებით იცნობდნენ.
ასე მოაღწია ახალ დრომდე მისმა აწ უკვე უკვდავმა სტრიქონებმა:
„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი“…
„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“…
ნიკო სამადაშვილის პოეზიის საუკეთესო შეფასება თამაზ ჩხენკელს ეკუთვნის:
„მისი ლექსები მოგვაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები, ზოგჯერ მოტეხილი აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი ღვინით არიან სავსენი“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები