პუტინმა აღიარა, რომ „ბოევიკები“ დონბასში სამშვიდობო შეთანხმებას არღვევენ

  ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ დონბასში მყოფი „ბოევიკები“ სამშვიდობო შეთანხმებას არღვევენ. გარდა ამისა, პუტინის თქმით, „ბოევიკები“ უარს ამბობენ მინსკში მიღწეული შეთამნხმების იმ ნაწილის შესრულებაზე, რომელიც ჯარების გაყვანას ეხება.
„მე ვეთანხმები კოლეგებს იმაში, რომ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების ორიენტირი მინსკის შეთანხმებები უნდა იყოს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმებები, სამწუხაროდ, სრულად არცერთი მხარის მიერ შესრულებული არ არის. ანუ არც ნოვოროსიას მეამბოხეების, არც უკრაინის წარმომადგენლების მიერ მინსკის შეთანხმებები რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით მთლიანად არ სრულდება. ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც. თუმცა ყველა მხარე იმისკენ მიისწრაფვის, რომ შეთანხმებები შესრულდეს. გარდა ამისა, პუტინმა განმარტა, თუ რას გულისხმობს, როდესაც საუბრობს მინსკის შეთანხმებების დარღვევის ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებზე“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მეამბოხე იმ დასახლებული პუნქტებიდან ყოფილან, რომლებიც შეთანხმების თანახმად, უნდა დაეტოვებინათ.
„ისინი ამბობენ, რომ ვერ მიდიან, რადგან იქ ცხოვრობენ მათი ნათესავები, ცოლები, შვილები. ეს თითქოს სუბიექტური მიზეზია, მაგრამ ძალიან სერიოზული. ამიტომ არ შეიძლება ეს რომ არ გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, პუტინმა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა კონფლიქტში კიდევ ერთხელ უარყო. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, გაყოფის ხაზი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რაც საბოლოოდ სროლების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას შეწყვეტს. შეგახსენებთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მისი პირობები „ბოევიკების“ მიერ 1 400-ჯერ იყო დარღვეული. დაღუპულია 68 უკრაინელი სამხედრო და 51 სამშვიდობო მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები