ირაკლი კობახიძე – ტრაგიკული მდგომარეობაა ოპოზიციაში, არ შველით არაფერი, არც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარე შანტაჟი, „დიფ სთეითმა” მიიყვანა რადიკალური ოპოზიცია რადიკალურ გახლეჩვამდე

ტრაგიკული მდგომარეობაა ოპოზიციაში, არ შველით არაფერი, არც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარე შანტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დიფ სთეითმა” მიიყვანა რადიკალურ გახლეჩვამდე რადიკალური ოპოზიცია.

„4 წელი შანტაჟი გრძელდება ევროპული ბიუროკრატიის „დიფ სთეითის” მხრიდან, არაფერი შველის რადიკალურ ოპოზიციას, რადგან საზოგადოებამ დაინახა კარგად ყველაფერი. საზოგადოება ხედავს, რა მიზნებით მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევებში ევროპული ბიუროკრატია, როგორია შინაარსი იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო, ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, არაფერი არ შველის რადიკალურ ოპოზიციას, პირიქით, თავად „დიფ სთეითმა” მიიყვანა რადიკალურ გახლეჩვამდე რადიკალური ოპოზიცია. ხედავთ, რომ ორი პარტია აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ორი პარტია არ აპირებს, ასეც და ისე, ნებისმიერი კონფიგურაციით, ბუნებრივია, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია განწირულია ტოტალური მარცხისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები