“გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც არაერთხელ დადასტურდა” – პაპუაშვილი

“გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც არაერთხელ დადასტურდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„საგამოძიებო კომისიაზე მან 3 წუთში ორი სხვადასხვა რამ თქვა – თქვა, რომ არ ახსოვს, ვისთან, რა საუბარი ჰქონდა გადადგომის წინა დღეს. 5 წუთში თქვა, რომ აშშ-ის ელჩს შეხვდა. ვიცით, რომ უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა საბოლოოდ თანამდებობიდან. სიტუაციური მატყუარაა. ამავე დროს, ვხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, ყველა შემთხვევიდან გარბის, გაიქცა 2021 წელს „ქართული ოცნებიდან“, ახლა თავის პარტიას გაექცა, ასე დარბის და თან იტყუება. მის პროფილს და იმას თუ, რა ღირებულებების მატარებელია, ყველა ხედავს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები