სამხრეთ კორეაში, შაბათ-კვირას ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
კატასტროფებმა ქვეყნის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი აიძულა, ქვეყნის მიერ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ექსტრემალურ ამინდთან ბრძოლის მეთოდებისთვის გადაეხედა და მასში ცვლილებები შეეტანა.
ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ძლიერი წვიმების გამო, კატასტროფების რეაგირების სამსახურმა ჩუნჩონგის პროვინციებსა და კიონგის პროვინციის სამხრეთ ნაწილში საფრთხის მეორე, მაღალი დონე გამოაცხადა.
კორეის სატყეო სამსახურის ცნობით, კოკისპირული წვიმების გამო რამდენიმე რეგიონში მეწყერის საფრთხე არსებობს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა სრული რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია.
ამ დროისთვის ხელისუფლებამ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული სხვადასხვა ქალაქის ზონებიდან დაახლოებით 1000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
მეტეოროლოგების ცნობით, წვიმები გაგრძელდება და ვითარება შეიძლება, კიდევ უფრო გართულდეს.