რუსულმა მხარემ სამიტზე აღიარა, რომ უკრაინული რუსულის დიალექტი არაა და თარჯიმანი მოითხოვა

 

    მილანში გამართულ „ASEM“-ის სამიტზე რუსული მხარის წარმომადგენლები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მოლაპარაკების შემდეგ გამოსულმა პეტრე პოროშენკომ ჟურნალისტებთან პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მშობლიურ ენაზე საუბრობდა. რუსული დელეგაციის წარმომადგენლებისთვის მათ მიერ ხშირად რუსულის დიალექტად მონათლული უკრაინული ენა გაუგებარი აღმოჩნდა. რუსი ჟურნალისტები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ უკრაინული რუსულის დიალექტი არაა და თარჯიმანი მოითხოვეს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი რომან დენიშენკო თავის ტვიტერზე ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები