მოსკოვში მუშებმა მშენებლობის ბრიგადირი და ზედამხედველი ბეტონში ჩააცემენტეს

 

 მოსკოვში, დასახლება მიხაილოვო-იარცევსკოეს მახლობლად, ორმაგი მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი კოტეჯის მშენებლობის მუშა-მშენებლებმა ბრიგადირი და ზედამხედველი მოკლეს და ბეტონში დაფლეს.
პოლიციამ ამ ფაქტის შესახებ ზემოთხსენებული ორი მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ შეიტყო. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობები ბრიგადის მუშებმა ჩაიდინეს. წინასწარი მონაცემებით, მკვლელობის მიზეზი მუშებისთვის ანაზღაურების გადაუხდელობა გახდა.
ბრიგადირის და ზედამხედველის ცხედრები პოლიციამ მშენებარე კოტეჯის მახლობლად იპოვა. ისინი იმდენად ღრმად იყო  ბეტონში დაფლული, რომ პოლიციელებმა მათ ამოთხრას მთელი დღე მოანდომეს.
რუსული მედიის ცნობით, დანაშაული ჯერჯერობით მხოლოდ ორმა მუშამ აღიარა, მაგრამ გამომძიებლების ვარაუდით, მკვლელობაში მონაწილეობას გაცილებით მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები