“ამოღებულია „ჰეროინი“; „მეთადონი“; „ალფაპევეპე; „ტრამადოლი“; „კლეფედროლი“; „მეფედრონი“; „მორფინი“; „ბუპრენორფინი“, „მეტამფეტამინი“, „ექსტაზის“ აბები, „გამომშრალი მარიხუანა“ „კანაფი“, „კეტამინინი“ – 34 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 34 პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ.

“გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“; „მეთადონი“; „ალფაპევეპე; „ტრამადოლი“; „კლეფედროლი“; „მეფედრონი“; „მორფინი“; „ბუპრენორფინი“, „მეტამფეტამინი“, „ექსტაზის“ აბები, „გამომშრალი მარიხუანა“; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინინი“. ორი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ), „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია ნასამართლევი პირის მიერ); 265-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება ნასამართლევი პირის მიერ); 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით). 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაცია), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაცია), ასევე 236 მუხლის პირველი მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.

საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გაატარებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები