დონალდ ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტს ფსიქიურად შეშლილი უწოდა

 

   ამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ტრამპის კრიტიკის (ხშირად შეურაცხმყოფელი) საგანი ებოლას მიმართ აშშ-ს პრეზიდენტის დამოკიდებულება გახლავთ. ტრამპის აზრით, ებოლა უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს და მასთან საბრძოლველად გადამჭრელი ზომების მიღებაა საჭირო.
დონალდ ტრამპი ებოლას ვირუსით მოცული ქვეყნებიდან ფრენის და ასევე ამ ქვეყნების მოქალაქეების აშშ-ს ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვას ითხოვს. ტრამპმა ობამა ამ ზომების მიუღებლობის გამო შეშლილად გამოაცხადა და ამის შესახებ თავის ტვიტერზეც დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები