მიმდინარე წლის რწყვის სეზონზე კახეთის მოსახლეობას ქვემო სამგორის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება

„საქართველოს მელიორაციამ“, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია განახორციელა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულია, ჯამში, 20 კმ სარწყავი ქსელი.

პროექტის ღირებულება 3.3 მლნ ლარია.

საირიგაციო სისტემაზე განხორციელებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები