ჰონგ-კონგში შეტაკებები განახლდა (ვიდეო)


ჰონგ-კონგში მოძრაობა „ოქუფაი ცენტრალ“-სა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. პროტესტანტები კვლავ შეეცადნენ მონგ კოკის რაიონში გზაჯვარედინი კონტროლის ქვეშ აეღოთ. შეგახსენებთ, რომ ტერიტორია პოლიციის მიერ ბარიკადებისგან გუშინ იყო გათავისუფლებული. მოძრაობა „ოქუფაი ცენტრალ“ უკვე 3 კვირის განმავლობაში ჰონგ-კონგში დემოკრატიზაციისთვის იბრძვის. ცნობილია, რომ პოლიციას რეზინის ტყვიების გამოყენება მოუწიათ.
შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტებმა ჰონგ-კონგის ცენტრის პარალიზება მოახდინეს, რადგან ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატების შერჩევაში პეკინის მონაწილეობა მათთვის მიუღებელია. პეკინმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა და საპროტესტო გამოსვლებს „უკანონო“ უწოდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Wram-T0jBZA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები