ლევან რატიანი: თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმედ რჩება.

მისივე თქმით, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა უტარდება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის, სპეციალისტის კონსულტაცია. მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს“, – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

აღნიშნულ საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები