ამ წუთებში, აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდა მიმდინარეობს
ამ წუთებში, აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდა მიმდინარეობს, მასწავლებლობის მსურველებისათვის კი – საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.
ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე გამოცხადდა 95%-მდე აბიტურიენტი;
საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე გამოცხადდა 86%-მდე გამოსაცდელი.
დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.