პარლამენტმა „რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე“ განცხადება მიიღო

პარლამენტმა „რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე“ განცხადება მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ განცხადების პროექტს, მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტსაც უყარეს კენჭი, რომელიც ასევე რუსეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ პროექტის განხილვის დაწყებას ეხებოდა, თუმცა დეპუტატებმა აღნიშნულ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.
დოკუმენტების კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობას მათ მიერ ინიცირებული დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, უმცირესობა კი განცხადებაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები