დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ
დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნინო წერეთელი პროცესის მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში დააკვირდა.
“უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებულთაგან, ტესტირებაზე 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.
ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს არ დაიგვიანონ გამოცდაზე.
გისურვებთ წარმატებას!”, – წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.