მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: სენეგალი ებოლას ვირუსისგან თავისუფალია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, სენეგალში ებოლას ვირუსის გავრცელება შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 42 დღის განმავლობაში ქვეყანაში ებოლას ვირუსით დაავადების არცერთი ახალი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ამ ვირუსის საინკუბაციო პერიოდი მაქსიმუმ 21 დღეს შეადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განმარტავენ: მიუხედავად იმისა, რომ ებოლას გავრცელება სენეგალში შეწყდა, ვირუსის გაჩენის საფრთხე კვლავ არსებობს, რადგან მეზობელ ქვეყნებში ახალი შემთხვევები ფიქსირდება.
დღესდღეობით, ებოლას დაავადების 8914 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით დაავადებულების მაქსიმალური რაოდენობა გვინეაში, ლიბერიაში და სიერა-ლეონეში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები