გაერო ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიოს ფინანური დახმარებისკენ მოუწოდებს

 

      გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს ებოლას წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. ბან კი მუნის ინფორმაციით, ფონდში, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მხოლოდ 100 000 დოლარია. მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შემოწირულობების გაღებისკენ მოუწოდა. ვირუსის შესაჩერებლად ახალი ზომები მიიღეს. ტეხასის საავადმყოფოს 75 თანამშრომელს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ გარდაცვლილ პაციენტებთან, შესთავაზეს – ხელი მოაწერონ იურიდიულ ვალდებულებას იმის შესახებ, რომ ოცდაერთი დღის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილებში არ გამოჩნდებიან. მედიკოსების განცხადებით, ეს საინკუბაციო პერიოდია და აუცილებლობას წარმოადგენს ვირუსის თავიდან ასაცილებლად.
ამ დროისთვის ესპანეთის საავადმყოფოში ვირუსთან საბრძოლველად 18 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები