“ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნი, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდა, ირანის საელჩოს ინიციატივით გაიხსნა” – საგარეო უწყება
ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნი, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდა, ირანის საელჩოს ინიციატივით გაიხსნა, – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
უწყებაში, ირანის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მისვლასთან დაკავშირებით
განმარტავენ, რომ ირანის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ 26 ივნისს ოფიციალური ნოტით მიმართა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.