“მორიგ ჯერზე, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ხდება მითითება, რომ არჩევნებმა ჩაიარა მაღალ ორგანიზებულ დონეზე” – ღუდუშაური
“მორიგ ჯერზე, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ხდება მითითება, რომ არჩევნებმა ჩაიარა მაღალ ორგანიზებულ დონეზე. შეესაბამებოდა და გამოხატავდა ამომრჩევლის და ქართველი ხალხის ნებას”, – ამის შესახებ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს.
ის შვეიცარიელი დეპუტატისა და საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი წევრის, დანიელ ფაზლერის შეფასებას ეხმაურება, რომ არჩევნებმა იდეალურად ჩაიარა და მათ არანაირი დარღვევა არ გამოუვლენიათ.
“როგორი სავალალო მდგომარეობაში არის რადიკალური ოპოზიცია, როდესაც საერთაშორისო მისიის დამკვირვებლებს თუ წარმომადგენლებს და საერთაშორისო აქტორებს უწევთ ისეთი მითითების გაკეთება, როგორსაც ვხედავთ ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში”, – ამბობს ღუდუშაური.