ვახტანგ ჩოჩია: ელენე ხოშტარიას მხრიდან შიმშილობის დაწყება და შემდეგ შეწყვეტა კარგად დადგმული სპექტაკლი იყო

„ელენე ხოშტარიას მხრიდან შიმშილობის დაწყება და შემდეგ შეწყვეტა კარგად დადგმული სპექტაკლი იყო,“- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად არსებობს 4 ოპოზიციური პარტია, რომელმაც შეძლო და გადალახა საპარლამენტო ბარიერი.

“ჩვენ ვიხილეთ ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ქალბატონი ელენე ხოშტარიას მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანა შეცდომაში. მან განაცხადა, რომ 8 პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, არ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რეალურად, არსებობს 4 ოპოზიციური პარტია, რომელმაც შეძლო და გადალახა საპარლამენტო ბარიერი. ამ ოთხი პარტიიდან ორი კვლავ თავის პოზიციაზეა, ხოლო იმ ორ პარტიას, რომლის განშტოებებიც არიან პატარ-პატარა პარტიები, რომლებიც ქმნიან კოალიციას, მათ ისედაც გაცხადებული ჰქონდათ, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, არაფერი შეცვლილა და ეს იყო კიდევ ერთი პიარ ტექნოლოგიური ნაბიჯი,” – აცხადებს ვახტანგ ჩოჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები