ლევან მაჭავარიანი: ბატონ გახარიას ასახსნელი აქვს ჩორჩანას საკითხი – რატომ დაიკარგა ერთი მილიონი კვადრატული მეტრი ტყე

ბატონ გახარიას ასახსნელი აქვს შემდეგი რაღაც, როდესაც ის ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმის მიზეზი იყო გატაცებები, ბატონი ალეკო ტაბატაძე იქვე უზუსტებს, რომ მე ვიცი, ჩართული ვიყავი და გატაცებას ადგილი არ ჰქონდაო. ზუსტად ერთ წუთში, ბატონი გახარია ამბობს, რომ მე სიტყვა გატაცება საერთოდ არ გამომიყენებიაო. აქ უკვე ჩანს ბატონი გახარია თუ როგორ ცდილობდა სიტუაციიდან გამოსვლას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას სპეკულაციისთვის სივრცე აღარ დაუტოვეს და ყველანი დააკვირდებიან, როგორ გასცემს იგი კითხვებზე პასუხებს.

„გახარიას ხელმეორედ დაბარებას რაც შეეხება, პროკურატურაც დაინტერესებული რომ არის საქმით, ეს ცალკე საკითხია და ნუ შეიყვანენ ჩვენს მოქალაქეებს შეცდომაში. ბატონ გახარიას ასახსნელი აქვს შემდეგი რაღაც, როდესაც ის ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმის მიზეზი იყო გატაცებები, ბატონი ალეკო ტაბატაძე იქვე უზუსტებს, რომ მე ვიცი, ჩართული ვიყავი და გატაცებას ადგილი არ ჰქონდაო. ზუსტად ერთ წუთში, ბატონი გახარია ამბობს, რომ მე სიტყვა გატაცება საერთოდ არ გამომიყენებიაო. აქ უკვე ჩანს, ბატონი გახარია თუ როგორ ცდილობდა სიტუაციიდან გამოსვლას. ახლა რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს, კიდევ უფრო სიღრმეში შევიდეთ. ეს ბატონი ამბობს, რომ მე ამით ისეთი ნაბიჯი გადავდგი, რომელიც სუსთან და პრემიერთან არ იყო შეთანხმებული, ევროკავშირის მისიებთან არ იყო შეთანხმებული, მაგრამ ამით დავიცავით ჩვენი ტერიტორიებიო. ფაქტებით და მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ ერთი მილიონი კვადრატული მეტრი ტყე ამის შედეგად დაიკარგა. საპასუხოდ, ჩვენ მივიღეთ 5 საგუშაგო ოკუპანტისგან და სეპარატისტებისგან. შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხი ვიღაცამ ხომ უნდა გასცეს. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში არის, რომ ბატონმა გახარიამ, ხელმეორედ, ამ ყველაფერზე პასუხები გასცეს. ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახარია ფიზიკურად ესწრებოდეს. მაგრამ, ბატონმა გახარიამ თქვა, რომ არ ვარ საქართველოში და უნდა ჩავერთოო. აქაც სასპეკულაციო ველი რომ არ დარჩეს, მან აქაც მიიღო თანხმობა. ყველანი ერთად დავაკვირდებით, თუ როგორ გასცემს იგი ამ კითხვებზე პასუხებს, ვინაიდან ძალიან რთული ამ კითხვებზე პასუხების გაცემა იმგვარად, რომ თავი გამოიძვრინო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები