საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიასთვის, ანა ბუჩუკურისთვის, გიორგი გახარიასთვის, ლევან გოგიჩაიშვილისთვის, ზაზა თავაძისთვის, ბექა ლილუაშვილისთვის, ნათია მეზვრიშვილისთვის, ბერდია სიჭინავასთვის, კახაბერ ქემოკლიძისთვის, როინ ქოჩორაშვილისთვის, დიმიტრი ცქიტიშვილისთვის და ზვიად ძიძიგურისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
როგორც დავით მათიკაშვილი აცხადებს, კომიტეტმა მოიკვლია პარლამენტის წევრთა პლენარულ სხდომებზე დასწრების საკითხი და მათ მიერ სხდომების გაცდენების რაოდენობა დაადგინა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პარლამენტის წევრები არასაპატიო მიზეზით არ დაესწრნენ პლენარულ სხდომებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტმა შესაბამისი დასკვნის პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს რეკომენდაციას აძლევს „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს ვადამდე შეუწყდეთ დეპუტატის უფლებამოსილება.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.