9 წლის ივანი შესაძლოა, მისმა ძიძამ მოიტაცა
9 წლის ბიჭის გატაცების ფაქტზე მოსკოვის გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ქალმა გაიტაცა, რომელსაც სამედიცინო აირწინაღი ეკეთა.
გამოძიების ვერსიით, 16 ოქტომბერს, 8 საათზე ბავშვი, სახელად ივანი მეგობართან ერთად სკოლაში მიდიოდა. სკოლასთან მისული ბიჭი სახეზე ქალმა გაიტაცა, რომელსაც სახე აირწინაღით ჰქონდა დაფარული. თვითმხილველების მტკიცებით, ბიჭი იცნობდა ქალს, რადგან ივანი მას საკუთარი სურვილით გაჰყვა. ბავშვის დედამ საღამოს გაიგო გატაცების შესახებ, როდესაც ივანი სახლში არ დაბრუნდა. მაშინ მან პოლიციას მიმართა. სავარაუდოდ, ქალი, რომელმაც ბავშვი გაიტაცა, ადრე ამ ოჯახში ძიძად მუშაობდა. არსებული მონაცემებით, რამდენიმე თვის წინ ის ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი, რის გამოც ოჯახიდან დაითხოვეს.
არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ქალმა ბავშვი შურისძიების მიზნით გაიტაცა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ბავშვის საპოვნელად ოპერატიული შტაბი შეიქმნა.