პაპუაშვილი – გახარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე: გახარიამ თავისი შატალოთი თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება, დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია
“გახარიამ თავისი შატალოთი საკუთარ თავს გამოუტანა გადაწყვეტილება. დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია. რიგგარეშე სესიის ფარგლებში ამას განვიხილავთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გიორგი გახარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერები საკუთარ მანდატებს თავადვე აუქმებენ.
“როგორც ხაზარაძემ და სხვებმა თავიანთი თავი თავად დაიჭირეს იმით, რომ არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე და კარგად იცოდნენ რა შედეგი მოჰყვება, ასევე გახარიამ თავისი შატალოთი საკუთარ თავს გამოუტანა გადაწყვეტილება. დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია. რიგგარეშე სესიის ფარგლებში ამას [შეწყვეტას] განვიხილავთ“, – განმარტა პაპუაშვილმა.