“რევოლუციების” ძახილი არ შეიძლება, იყოს ჩათვლილი, როგორც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება” – თენგიზ შარმანაშვილი

“როგორ შეიძლება, იმ პოლიტიკურ პარტიებს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსურად და მორალურად დაუჭირო მხარი, რომლებიც ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივ დამხობაზე ლაპარაკობენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.

“რევოლუციების” ძახილი არ შეიძლება, იყოს ჩათვლილი, როგორც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. ეს ფაქტობრივად, ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლის. როგორ შეიძლება ამას დაუჭირო მხარი.

ამას დაუჭირეს მხარი იმ დიპლომატებმა, რომლებიც ამ ქვენებიდან არია. უფრო მეტიც, რა თქმა უნდა, ამ ფულს დიპლომატების არ გამოყოფენ, ამნაირი მოძრაობებისთვის. თვითონ ევროკავშირის შიგნით გამონახავენ-ხოლმე რესურს, რომ რადიკალურ, უკიდურეს ფორმებს დაეხმარონ. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი.

ეს არის საშინაო საქმეებში ჩარევის პირდაპირი მითითება. თან ისე კი არა, რომ პოლიტიკური მიმდინარეობის კორექტირება მოახდინონ ამა თუ იმ ქვეყანაში. არამედ ძალადობრივი დამხობა”, – ამბობს შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები