რიმა ბერაძე – ელენე ხოშტარიაზე: მე, როგორც ქალი, ვურჩევ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

“ოპოზიცია ოპოზიციას უჩივის. ფაქტობრივად, ამ მიმართებით სჯის და შიმშილობს ელენე ხოშტარია, რათა ოპოზიცია არ შევიდეს არჩევნებში”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე აცხადებს.

“ის გამოდის ხაზარაძისა და გახარიას წინააღმდეგ, რადგან ვიცით, რომ ამ ორ პარტიას გაცხადებული აქვს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.

ჯერ თვითონ უნდა დალაგდნენ ოპოზიციაში და შემდეგ უნდა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები, რადგან ის მისი არჩევანია. მე, როგორც ქალი, ვურჩევ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები