“თუ მიხვედი მოშიმშილესთან და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი, მხარს უჭერ, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება, მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი” – ვოლსკი
„არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც აი ასე მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს.
ამით ის გერმანიის ელჩის მიერ პარლამენტთან მოშიმშილეების მონახულებას ეხმაურება.
“მაგრამ თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი, მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება, მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება, პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა“, – ამბობს ვოლსკი.