“დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, 2012 წლამდე რა დოზით იყო ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის აოხრებით, ადამიანის უფლებების დარღვევით დაკავებული” – მათიკაშვილი
“დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, 2012 წლამდე რა დოზით იყო ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის აოხრებით, ადამიანის უფლებების დარღვევით, ახალგაზრდების ქუჩაში კვლით, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევით დაკავებული”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ასევე, 2012 წლიდან დღემდე, ეგრეთ წოდებული კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წევრები ცდილობენ საკუთარ ქვეყანას ავნონ. რა თქმა უნდა, იქნება მტკიცებულებებით გამყარებული საფუძველი ამ კომისიის [მუშაობის] შედეგად, რომელიც მიემართება როგორც პროკურატურას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ სახელით წოდებული დანაშაულებრივი სინდიკატი აიკრძალოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – აცხადებს მათიკაშვილი.
დროებითი საგამოძიებო კომისიის