“საერთაშორისო სამართალი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს – მნიშვნელოვანია, გადავიაზროთ, რა იყო ის პრობლემები, რამაც ეს მოიტანა და რა შეიძლება, გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა” – მახაშვილი
”მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, რა შეიძლება, გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
მახაშვილი პორტუგალიაში იმყოფება, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებმა და პარლამენტარებმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე უნდა იმსჯელონ.
„50 წელი სრულდება ჰელსინკის ფინალური აქტიდან, ანუ პერიოდიდან, რა პერიოდსაც ვიცნობთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების არსებობით. ამ 50 წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევების წინაშე არასდროს მდგარა საერთაშორისო სამართალი, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს სწორედ იმ ომების, დაპირისპირების და კონფლიქტების გამო, რასაც საქართველოს გარშემო ვხედავთ. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, რა იყო სწორედ ის პრობლემები რამაც მოიტანა ეს პერიოდი და რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას წელს პორტუგალია მასპინძლობს. ქალაქ პორტოში მსოფლიო ლიდერები და პარლამენტარები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.