“არანაირი დიდი ფასი ამ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას ან არმონაწილეობას არ გააჩნია” – ირაკლი ქადაგიშვილი

“არანაირი დიდი ფასი ამ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას ან არმონაწილეობას არ გააჩნია. დანარჩენი, რა მდგომარეობაშიც დღეს არიან, არის თავიდან ბოლომდე მათი დამსახურება”, –  ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას აცხადებს.

“არანაირი დიდი ფასი ამ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას ან არმონაწილეობას არ გააჩნია. დანარჩენი, რა მდგომარეობაშიც დღეს არიან, არის თავიდან ბოლომდე მათი დამსახურება, საბოტაჟი ამომრჩეველთან, საბოტაჟი პარლამენტის, საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების. მათ, თავიანთი თავი თვითონ მიიყვანეს აქამდე – არ უსმინეს ქართველ ხალხს, უსმინეს გარე მრჩეველებს და შედეგიც სახეზეა. ამიტომ, ახლა რამდენი მიიღებს და რამდენი არ მიიღებს, მივიდნენ შიდა დაპირისპირებამდე,” – აცხადებს  ქადაგიშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები