“ყველა ინდექსით, რომელსაც მსოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, ჩვენი ქვეყანა არის წარმატებული” – დავით მათიკაშვილი

“ყველა ინდექსით, რომელსაც მსოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, ჩვენი ქვეყანა არის წარმატებული, ის უსწრებს ბევრ წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანას ევროკავშირსა და მსოფლიოში”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა,  რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.

„აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, საქართველოს აქვს კარდინალური ცვლილებები 2012 წელთან მიმართებით. ეს მთელმა მსოფლიომ კარგად იცის და დროა, გაიგონ საქართველოში მოქმედმა რადიკალებმა, მათმა მხარდამჭერებმა და პატრონებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა  მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები