დავით მათიკაშვილი: ალეკო ელისაშვილმა აღიარა რეალურად, რომ არანაირი ადგილი არ ჰქონია არჩევნების გაყალბებას
„ცალსახაა, ალეკო ელისაშვილმა აღიარა რეალურად, რომ არანაირი ადგილი არ ჰქონია არჩევნების გაყალბებას,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
„ის აღიარება, რომ თვითონვე ჰქონდათ ვარაუდი, ვერ მოხვდებოდნენ საქართველოს პარლამენტში არჩევნების შემდეგ, ნიშნავს იმას, რომ მათ იცოდნენ რეალურად რა მხარდაჭერა ჰქონდათ საზოგადოებისგან და ის შედეგი მიიღეს არჩევნების ფონზე, რასაც ელოდნენ. რეალურად, ისინი აღიარებენ, რომ არანაირ გაყალბებას არ ჰქონია ადგილი და აღიარებენ, რომ რეალურად მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.