დავით მათიკაშვილი: მტკიცების ტვირთი გადავიდა არა იმ პირზე, ვისაც ცილი დასწამეს, არამედ მასზე, ვინც ცილი დასწამა

„მტკიცების ტვირთი გადავიდა არა იმ პირზე, ვისაც ცილი დასწამეს, არამედ მასზე, ვინც ცილი დასწამა და მას მოუწევს უკვე სასამართლოში მტკიცება იმის, ტყუილი იყო თუ მართალი მისი გამონათქვამი,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო  საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შევიდა არსებითი ცვლილება. 2004 წელს ბოკერია-რამიშვილის ე.წ. კანონით მოდიფიცირება მოხდა. რაც ყველაზე მთავარია, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში გადავიდა არა იმ პირზე, ვისაც ცილი დასწამეს, არამედ მასზე, ვინც ცილი დასწამა და მას მოუწევს უკვე სასამართლოში მტკიცება იმის, ტყუილი იყო თუ მართალი მისი გამონათქვამი.

ეს მოახდენს, ბუნებრივია, საზოგადოებაზე გარკვეულ პრევენციას და მეტად დაფიქრდებიან ამ ძალიან მძიმე სენთან მიმართებით სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამენ დაწამონ თუ არა ვინმეს ცილი. ამ შემთხვევაში, ასევე კანონიდან არის ამოღებული ის ე.წ. პრივილეგიები, რომლებიც წილისწამებასთან დაკავშირებით იყო ფსევდო ლიბერალური მიმართულებით შექმნილი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები