რუსების 11 ყველაზე პოპულარული პასუხი კითხვაზე, თუ „რატომ გჭირდებათ ყირიმი?“

1. იმიტომ, რომ ნასვამზე გაჩუქეს! (ყუბანის ხსენებაზე, ან უკრაინასთან ინფრასტრუქტურის ინტეგრირების ახსნაზე, თვალებს ამრგვალებენ და 2 პუნქტს ახსენებენ); 2. ისტორია ისწავლე, „ხოხოლ“! ყირიმი ყოველთვის რუსული იყო! (ყირიმის სახანოს და ოსმალეთის იმპერიის შესახებ კითხვაზე იგივე მრგვალი თვალები და სიტყვები – „ეს სახელმწიფო დეპარტამენტში გითხრეს?“ და ისევ მე-2 პუნქტისკენ აგზავნიან) 3. იმისთვის, რომ ნატო და „პინდოსები“ არ შეიჭრნენ! (კითხვაზე – „რაში სჭირდება ყირიმი ამერიკას?“ პასუხობენ – „იმისთვის, რომ დაბომბონ და რუსეთი დაიპყრონ!“); 4. ყირიმი უკრაინას „კვებავდა“, ახლა, როგორც იქნა, ცხოვრებას დაიწყებენ! (ყირიმში დოტაციების ხსენებაზე „ბენდეროვეცს“ გარქმევენ და მე-2 და მე-3 პუნქტებს იხსენებენ); 5. იმისთვის, რომ დაისვენო! (კითხვაზე – „ადრე არ ისვენებდით?“ ფიქრობენ და კვლავ მე-2 პუნქტისკენ გაგზავნიან); 6. იმისთვის, რომ „ბენდეროვეცმა“-ფაშისტებმა არ დაიპყრონ! (კითხვაზე – „როდის დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?“ უფრო ხშირად პასუხობენ – „რააა?“); 7. პუტინმა უფრო კარგად იცის! ნოვოროსია – ძალაა! (კითხვაზე, მოესურვებოდათ მათ თუ არა, რომ შეიარაღებული ბანდიტები და ნარკომანები მათთან ვორონეჟში დარბოდნენ, მანქანებს ართმევდნენ ხალხს და ქალაქს ანგრევდნენ, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა და იქ მხოლოდ ინტელექტუალები და პროფესორები არიან); 8. უკრაინა გამოგონებული სახელმწიფოა, ის არ არსებობდა! (იმაზე, რომ რუსეთიც, აშშ-ც და ისრაელიც ოდესღაც არ არსებობდა, ამბობენ, რომ რუსეთი ყოველთვის არსებობდა – დინოზავრების დროსაც, და, საერთოდ, მთელი მსოფლიო რუსებისგან შეიქმნა); 9. იმისთვის, რომ რუსული ენა არსებობდეს! (კითხვაზე – „და ის მანდ არ იყო?“, როგორც წესი, პასუხობენ – „ის „ხუნტამ“ აკრძალა“. შემდეგ, როგორც წესი, მე-6 პუნქტი მოდის, შემდეგ – მე-2 და მე-3); 10. ამერიკას უბრალოდ ჩვენი წაჩხუბება უნდა (დიალოგი, როგორც წესი, „მორდორას წინააღმდეგ მაგების და ხობიტების“ მსოფლიო შეთქმულებისკენ მიდის); 11. ყირიმი ჩვენია! (აქ კამათი და ახსნა უშედეგოა! პასუხად მხოლოდ – „ყირიმი ჩვენია!“);

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები