ირაკლი კობახიძე – წლის ბოლომდე 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი, 2026 წელს დაემატება 14 ქალაქი, 2027 წელს 3 ქალაქი და წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებლივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით

წყალმომარაგება როგორც მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მთლიანობაში ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 20 ქალაქში მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაოები.

„მთლიანობაში ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები. წლის ბოლომდე 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი. 2026 წელს ამას დაემატება 14 ქალაქი, 2027 წელს 3 ქალაქი და საბოლოო ჯამში წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებლივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები