თენგიზ შარმანაშვილი – ალეკო ელისაშვილზე: ან ლოგიკის სახელმძღვანელო გადაშალონ და ნახონ, როგორ უნდა ილაპარაკონ, ან ვინმე სხვას ჰკითხონ
„ან ლოგიკის სახელმძღვანელო გადაშალონ და ნახონ, როგორ უნდა ილაპარაკონ, ან ვინმე სხვას ჰკითხონ,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
“რატომ გეგონა, რომ მეოცე ვერ გახვიდოდი და როცა მეოცემდე არ მოვიდა სია, რატომ გგონია, რომ არჩევნები გაყალბებულია?! თან, ამბობს, წინასწარ ვიცოდი, რომ მეოცე ვერ გავიდოდიო. ან ლოგიკის სახელმძღვანელო გადაშალონ და ნახონ, როგორ უნდა ილაპარაკონ, ან ვინმე სხვას ჰკითხონ, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს,” – აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი, თენგიზ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მომხრეა, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, – ამის შესახებ მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.