თენგიზ შარმანაშვილი თარგამაძის განაჩენზე: ჩვენ ვერაფერს ვერ ვუშველით იმ ადამიანს, რომელიც დაპატიმრებისკენ არის განწყობილი

“კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა, ვისაც გამოიძახებენ ამ კომისიაზე, ვალდებულია, გამოცხადდეს,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„როდესაც წინასწარ იცი, თვეების განმავლობაში ამაზე საჯაროდ გაფრთხილებენ, შემდეგ ოფიციალურად პირადადაც გაგაფრთხილეს, გამოგიძახეს და შენ ამას მაინც თავს არიდებ, ძალიან კარგად იცი, ეს რით დამთავრდება. ჩვენ ვერაფერს ვერ ვუშველით იმ ადამიანს, რომელიც დაპატიმრებისკენ არის განწყობილი”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ დეპუტატს, გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აუკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები