ნინო წილოსანი: შიდა და გარე გამოწვევების პარალელურად, ქვეყანას შენარჩუნებული აქვს სიმშვიდე

,,შიდა და გარე გამოწვევების პარალელურად, ქვეყანას შენარჩუნებული აქვს სიმშვიდე და ეს უპირატესი ამოცანაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.

„2021-2024 წლების მანძილზე 9.7 იყო ეკონომიკური ზრდა და ეს არის უნიკალური ციფრი. მათ შორის, 2024 წელს 9.4% ეკონომიკური ზრდით საქართველო არის ევროპის მასშტაბით პირველი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მეორე ქვეყანა და ეს იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ნულს უტოლდება. რა თქმა უნდა, ამან მოგვცა საშუალება, რომ ბიუჯეტში გაზრდილიყო შემოსავლები და შესაბამისად გაზრდილიყო ხარჯვითი ნაწილი. ჩვენი ბიუჯეტი არის სოციალურად დაბალანსებული და ყველა ის პროგრამა თუ პროექტი, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული ნებისმიერი სხვა მიმართულებით, კეთდება თითოეული მოქალაქის უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები