გივი თარგამაძე: ახლა გადავალ ბარემ რაც ახლოს არის ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ

,,ახლა გადავალ ბარემ რაც ახლოს არის, ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე, სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„განაჩენები რით ისაზღვრება, ან როგორ, კაცმა არ იცის“, – აღნიშნა თარგამაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ დეპუტატს, გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე, აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები