ჯო ბაიდენის შვილი ნარკოტიკების მოხმარების გამო სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვიდან გარიცხეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი ნარკოტიკების მოხმარების გამო სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვიდან გარიცხეს.
განათლებით იურისტი ჰანტერ ბაიდენი რეზერვში 2013 წლის მაისში ჩაირიცხა. ზაფხულში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მას კოკაინის მოხმარება დაუდგინდა.
ჰანტერ ბაიდენმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ იგი სამხედრო-საზღვაო ძალების გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები