ალუდა ღუდუშაური: გახარიამ კომისიის მიერ გაგზავნილი უწყება რომ ჩაიბარა, თვითონ მოაწერა ხელი და თქვა, რომ იმყოფება აქ, მადლობა გადაუხადა ფოსტის წარმომადგენელს და ერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ სადმე აპირებდა წასვლას
როდესაც კომისიის მიერ გაგზავნილი უწყება ჩაიბარა, თვითონ მოაწერა ხელი და თქვა, რომ იმყოფება აქ, მადლობა გადაუხადა ფოსტის წარმომადგენელს და ერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ სადმე აპირებდა წასვლას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გახარიას მისამართით განაცხადა.
„როდესაც კომისიის მიერ გაგზავნილი უწყება ჩაიბარა, თვითონ მოაწერა ხელი და თქვა, რომ იმყოფება აქ, მადლობა გადაუხადა ფოსტის წარმომადგენელს და ერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ სადმე აპირებდა წასვლას. არც გახარიას და არც არავის მივცემთ საშუალებას, რომ გაექცნენ მნიშვნელოვან კითხვებს და მოირგონ წამებულის მანტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კითხვებზე პასუხის მიღება და ამას ნამდვილად გავაკეთებთ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.