ნეპალის ჰიმალაიში, ზვავის ქვეშ 300 ცოცხალი ადამიანი აღმოაჩინეს

ნეპალის ჰიმალაიში ზვავის ქვეშ 300 ცოცხალი ადამიანი აღმოაჩინეს. მაშველებმა მათი გადარჩენა მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნეპალში ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან იმყოფებოდნენ. არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპული 22 ადგილობრივი მოსახლე და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ზვავის ჩამოწვის შედეგად პოლონეთის, ისრაელის, ნეპალის, კანადის და ინდოეთის მოქალაქეები დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, რომ ზვავი უღელტეხილ ტარანგ-ლაზე 2 დღის წინ ჩამოწვა. უღელტეხილი სამთო მასივის ანაპურნას პოპულარული ალპინისტური მარშრუტის ნაწილია. ამინდის გაუარესების გამო ჯგუფთან კონტაქტი გაწყდა. უბედური შემთხვევა ციკლონმა „ხუდხუდმა“ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები