საკანში ვიქნები თუ გარეთ ეს ბრძოლა გაგრძელდება – მამუკა ხაზარაძე

,,საკანში ვიქნები თუ გარეთ ეს ბრძოლა გაგრძელდება” – ამის შესახებ ,,ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა სახლში ჯდომა და ყურების ჩამოყრა დანაშაულია.

,,ეს ბრძოლა გრძელდება. მოგიწოდებთ ყველას, სრული მობილიზაცია გააკეთეთ. თბილისის დაბრუნება შეგვიძლია, ჩვენ თუ ყველა გამოვალთ…
დემონტაჟი, დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან.
ახლა სახლში ჯდომა, ხელების და ყურების ჩამოყრა დანაშაულია, ეს უნდა ბიძინას. რუსული რეჟიმი უნდა დავშალოთ”,- განაცხადა ხაზარაძემ.

,,ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები