“კანონს არ უნდა დაუპირისპირდე – ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაა, თუკი არ ცხადდები კომისიაზე” – გია ვოლსკი

volski”კანონს არ უნდა დაუპირისპირდე – ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაა, თუკი არ ცხადდები კომისიაზე. აშშ-ში კიდევ უფრო მკაცრია ზომები – სამართალი გარკვეული სტრუქტურების მიერ აღსრულებას მოითხოვს და აქ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით ის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის – ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს გამოეხმაურა.

„კანონს არ უნდა დაუპირისპირდე. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაა, თუკი არ ცხადდები კომისიაზე. აშშ-ში კიდევ უფრო მკაცრია ამასთან დაკავშირებით ზომები. უცნაურია, პოლიტიკური დევნა დაარქვა გარკვეული კანონის მოთხოვნების შესრულებას. „ქართული ოცნება“ რომ არ არსებობდეს ხელისუფლების სათავეში, ნებისმიერი ქვეყანა, სამართალდამცავი სტრუქტურები, სასამართლო ვალდებულია, აღასრულოს ის კანონი, რომელიც არსებობს. რეალურად, არც ჩვენ დროს არ ყოფილა ეს კანონი მიღებული. ჩვენ კარგად ვიცით, რა ხდება ევროპაში, რა სასჯელებია აშშ-ში იმისათვის, თუკი ვინმე აცხადებს უარს კომისიაზე და ქვეკომისიაზე გამოცხადებაზე. ასე რომ, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს საკითხი არის სიახლე ხალხისთვის. სურათი ასეთია: არსებობს ძალიან მძიმე შეკითხვები, თუ როგორ მიმდინარეობდა მმართველობა, როგორ მოხდა ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება, როგორ გაიძარცვა ხალხი, როგორც წაართვეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კონკრეტული ადამიანები კომისიაზე არ მოდიან, რათა ამ მძიმე შეკითხვებს პასუხი არ გასცენ. რასაკვირველია, სამართალი მოითხოვს გარკვეულ აღსრულებას გარკვეული სტრუქტურების მიერ და აქ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები